2019-24-02 05:56
::
::
საწყისი გვერდი ჩვენ შესახებ ვაკანსიები სერვისი პროდუქცია
Phone
ავტორიზაცია
სახელი
პაროლი
”Tyco Electronics”-ი უკვე საქართველოშია ბეჭდვა მეილი
20 მაისიდან “სოფთმასტერი” გახდა უმსხვილესი კომპანია ”Tyco Electronics”-ის და AMP Netconnect-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში

ასევე სოფთმასტერი გაუწევს ორგანიზებას ”Tyco Electronics”-ის ტრეინინგებს საქართველოში. (დამატებითი ინფორმაცია ”Tyco Electronics”-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე www.tycoelectronics.com )
გერმანულ-ამერიკული კომპანია ”Tyco Electronics”- 60 წელია წამყვანი პოზიციები უკავია მსოფლიო ბაზარზე, მისი ყოველწლიური შემოსავალი 13.5 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. კომპანია აწარმოებს 500,000 დასახელების პროდუქციას.  ”Tyco Electronics”-სი ყავს 94,000 თანამშრომელი, რომლებიც უზრუნველყოფენ ხარიასხიანი პროდუქციის შემუშავებას და წარმოებას ევროპის და ამიერიკის ტერიტორიაზე.
ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ვარჩევდით კომპანიას საქართველოში, რომელიც მოახდენდა ჩვენი პროდუქციის დისტრიბუციას ამ რეგიონში. საბოლოოდსოფთმასტერიაღმოჩნდა ის კომპანია, რომელიც აკმაყოფილებს ჩვენ მოთხოვნებს და მიზნებს”- აღნიშნა ”Tyco Electronics”- აღმოსავლეთ ევროპის გაყიდვების მენეჯერმა Wolfgang Rieger-მა.
სოფთმასტერიმოახდენს ტრეინინგების ორგანიზებას და ”Tyco Electronics”-ის პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ძირითადად ეს პროდუქცია არის ქსელური მოწყობილობები, კაბელები, საინფორმაციო ცენტრების აგების ტექნოლოგიები და ყველა სხვა ტიპის პორდუქტი დაკავშირებული ქსელების კონსტრუირებასთან.
ამასთან დაკავშირებით 20 მაისს სასტუმროვერე პალასში” ”Tyco Electronics”-ის წარმომადგენლებმა გერმანიიდან ჩაატარეს სამინარი. სემინარზე მოწვეულები იყვნენ ბანკების, კომპიუტერული ფირმების, ინტერნეტ პროვაიდერების და GSM ოპერატორების სისტემური ადმინისტრატორები. სემინარის თემა იყო ახალი თაობის მრავალპროფილიანი კაბელების განხილვა, ქსელების დაგეგმარების და ინსტალაციის თანამედროვე მეთოდები.
რამდენიმე წლის წინ მაღალი ხარისხის პროდუქციაზე მოთხოვნა ნაკლები იყო, ძირითადად აქცენტი კეთდებოდა დაბალ ფასზე, რის გამოც კომპიუტერული და ქსელური მოწყობილობების ბაზარი საქართველოში მეტწილად გაჯერებული იყო ჩინური უხარისხო და იაფასიანი პორდუქციით. მაგრამ დღეს მდგომარეობა ქვეყანაში მკვეთრად შეიცვალა გაჩნდა მოთხოვნა ხარისხიან პორდუქციაზე, კომპანიები უკვე ქსელების ინსტალატორი ფირმებისგან ითხოვენ სერტიფიცირებულ პროდუქციას და ამავე დროს სერტიფიცირებულ თანამშრომლებს. ამავდროულად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან ერთად საქართველოში შემოვიდა ბევრი საერთაშორისო კომპანია, რომლებიც მეტწილად ითხოვენ მაღალი ხარისხის მომსახურებას და პროდუქციას. ”Tyco Electronics”- შეუძლია ეს ორივე მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
კომპანიის წარმომადგენლები  ყოველთვიურად ჩაატარებს ტრეინინგებს ინსტალატორი კომპანიების და ბანკების თანამშრომლებისთვის, რომლებიც ტრეინინგის შემდეგ მიიღებენ სერტიფიკატებს. ამ სერტიფიკატის მქონე კომპანიები ””Tyco Electronics-სგან მიიღებენ 25 წლიან გარანტიას მათ მიერ დაინსტალირებულ პროდუქციაზე და ამავდროულად ისარგებლებენ ფასდაკლებით ”Tyco Electronics”-ის პროდუქციაზე.” აღნიშნა ”Tyco Electronics”- ბრენდ მენეჯერმა საქართველოში კოკა ვერულაშვილმა. მისივე თქმით ”Tyco Electronics”- დასოფთმასტერისძირითადი მიზანია საქართველოში ყავდეთ სერტიფიცირებული ინსტალატორები, რათა შექმნან მაღალი ხარისხის მომსახურება მაღალი ხარისხის პროდუქციით, რაც წარმოადგენს ”Tyco Electronics”- ძირითად მიზანს.

 
განხორციელებული პროექტები
  ncomputing.gif
Advertisement